საიტზე მოცემული ყოველთვიური ფასების გარდა, Profesto-ს, არანაირი დამატებითი გადასახადი არ აქვს. ასე რომ, თქვენ არ მოგიწევთ რაიმე მოულოდნელი თანხების გადახდა.
გადასახდელი თანხა დაგერიცხებათ ბილინგის ყოველი ციკლის დასაწყისში. ბილინგის ციკლი იწყება გამოწერის შეძენის დღიდან და გრძელდება ერთი თვე ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, ან სრული 12 თვე წლიური გადახდის შემთხვევაში. მაგალითად, თუ თქვენ შეიძენთ წლიურ პაკეტს 4 სექტემბერს, თანხა დაგერიცხებათ ყოველი წლის 4 სექტემბერს. ხოლო თუ ყოველთვიურ პაკეტს შეიძენთ, თანხა დაგერიცხებათ ყოველი თვის 4 რიცხვში. გადახდის ინვოისებს ჩვენგან მიიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით და შეძლებთ თანხის ჩარიცხვას შესაბამის ანგარიშზე.
დიახ! საპორტი შედის გამოწერის საფასურში. თუ უფასო პაკეტით სარგებლობთ, მაშინ საპორტი ელ-ფოსტით და ჩატით მოგემსახურებათ, ხოლო ფასიანი გამოწერის შემთხვევაში სატელეფონო მხარდაჭერითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.
Profesto განკუთვნილია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის 300-350-მდე თანამშრომლით. პროდუქტის ფუნქციებიც ამ ზომის კომპანიებზეა მორგებულია. თუ მეტი თანამშრომელი გყავთ, რასაკვირველია, მაინც შეგიძლიათ Profesto-ს გამოყენება; თუმცა, უფრო დიდი კომპანიებისთვის საჭირო ზოგი ფუნქცია შეიძლება ვერ იპოვოთ.
წლიური გამოწერის შემთხვევაში თქვენ აფორმებთ 12 თვიან კონტრაქტს და ერთიანად იხდით 12 თვის საფასურს. ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუმცა გადახდილი თანხა ვერ დაგიბრნდებათ. კონტრაქტის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ ამ ლინკზე გაეცნოთ.
Profesto ძალიან ინტუიციური და მარტივი სისტემაა. ამიტომ მისი გამართვა და გაშვება შეიძლება მაქსიმუმ რამდენიმე დღის საკითხია. თქვენ არ დაგჭირდებათ ტრენინგები, კონსულტაციები, IT სპეციალისტები. თუმცა, ჩვენი საპორტის ჯგუფი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ.
თქვენი მონაცემები მსოფლიოში ყველაზე სანდო კომპანია Amazon-ის სერვერებზე ინახება. თუ თქვენი მონაცემები სადმე შეიძლება უსაფრთხოდ იყოს, სწორედ Amazon-ზე. შესაბამისად თქვენ დაცული ხართ როგორც მონაცემების დაზიანების და დაკარგვისგან, ასევე ჰაკერებისგანაც. მონაცემების კონფიდენციალურობა კი ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით რეგულირდება.